CareOn
ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე სტანდარტი
ჩვენ შესახებ

ჩვენ ვეხმარებით ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, იზრუნონ ჯანმრთელობაზე და შეინარჩუნონ ცხოვრების ხარისხი. ჩვენი მიდგომა ეფუძნება პერსონალიზებულ გეგმებს, დისტანციურ მონიტორინგს და მრავალპროფილურ მხარდაჭერას. ჩვენი გუნდი აერთიანებს  სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებს და ჯანმრთელობის ქოუჩებს  და პაციენტის მკურნალ ექიმთან მჭიდრო თანამშრომლობით ვუზრუნველყოფთ შედეგებზე ორიენტირებულ ზრუნვას.

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა ქრონიკული დაავადებების მქონე და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს დავეხმაროთ ჯანმრთელობის ეფექტურ მართვაში და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაში, პერსონალიზებული პროგრამების, დისტანციური მონიტორინგისა და მრავალპროფილური სპეციალისტების გუნდზე დაფუძნებული მხარდაჭერის გზით.

ჩვენი ხედვა

ჩვენი ხედვაა შევქმნათ ჯანმრთელობის მართვის ინოვაციური ეკოსისტემა, სადაც ქრონიკული დაავადებების პრევენცია და მართვა ხდება უწყვეტი, პერსონალიზებული და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ზრუნვის მეშვეობით. გვინდა ვიყოთ სანდო პარტნიორი როგორც პაციენტებისთვის, ისე ექიმებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის, და შევამციროთ ქრონიკული დაავადებების გავლენა ინდივიდების ცხოვრებაზე, ჯანდაცვის სისტემაზე და საზოგადოებაზე.

სერვისები

წონის მართვის პროგრამა

ვის: ვისაც უკვე დიაგნოსტირებული აქვს ჭარბი წონის პრობლემა ან იმყოფება ჭარბი წონის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. რას იძლევა:პერსონალური გეგმა, თვითმონიტორინგი, ფსიქოლოგიური და ინფორმაციული მხარდაჭერა (ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტივობის პერსონალიზირებული გეგმა, ჯანმრთელობის ქოუჩის მხარდაჭერით) უპირატესობა: ექიმთან კოორდინაცია, ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული მიდგომები, გაზომვადი პროგრესი.

ჰიპერტენზიის მართვის პროგრამა

ვის: პაციენტებს, ვისაც უკვე დიაგნოსტირებული აქვს არტერიული ჰიპერტენზია ან იმყოფება არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. რას იძლევა: პერსონალური გეგმა, თვითმონიტორინგი, ფსიქოლოგიური და ინფორმაციული მხარდაჭერა უპირატესობა: ექიმთან კოორდინაცია, ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული მიდგომები, გაზომვადი პროგრესი.

დიაბეტის მართვის პროგრამა

ვის: პაციენტებს, ვისაც უკვე დიაგნოსტირებული აქვს დიაბეტი ან იმყოფება დიაბეტის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. რას იძლევა: პერსონალური გეგმა, თვითმონიტორინგი, ფსიქოლოგიური და ინფორმაციული მხარდაჭერა. უპირატესობა: ექიმთან კოორდინაცია, ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული მიდგომები, გაზომვადი პროგრესი.

B2B პროგრამები

ქრონიკული დაავადებების გამწვავების გამო, ჰოსპიტალიზაციათა რიცხვის შემცირება; ექიმთან არაგეგმიური ვიზიტების რაოდენობის შემცირება; დაავადებათა განვითარების რისკის მართვა; პაციენტსა და ექიმს შორის კომუნიკაციის ხარვეზების შემცირება, ხარჯთეფექტურობის და დროის ეფეტურად მართვის შესაძლებლობა.

მენტალური ჯანმრთელობის პროგრამა

ვის: პაციენტები, ძილის და დღის რეჟიმის დარღვევით, ვისაც სჭირდება მოტივაცია, დღის რეჟიმის სტაბილიზაცია. რას იძლევა: პერსონალური გეგმა, თვითმონიტორინგი, ფსიქოლოგიური და ინფორმაციული მხარდაჭერა უპირატესობა: ძილის ჰიგიენის მოწესრიგება და სტრესის მართვის პრაქტიკების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანრეგვა.

სიახლეები